ხერსონში რუსები უკან დახევისთვის ემზადებიან– ISW

ხერსონის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალები უკან დახევისთვის ემზადებიან, არის ალბათობა, რომ ისინი დონეცკის ოლქსაც დაკარგავენ. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი – ISW წერს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ უკრაინელი სამხედროები უახლოეს კვირებში შეძლებენ ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილის მთელ ტერიტორიას თუ არა, უდიდეს ნაწილის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, თუ მომავალშიც განაგრძობენ რუსების კავშირის სახმელეთო ხაზების ბლოკირებას და შეტევას.

მკვლევარების მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენს ხარკოვის ოლქში მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ სანაპიროზე პოზიციების დაპყრობას.