“122 რაშისტი მოვკალით” – ხერსონში რუსებმა სადამკვირვებლო პოსტი ვერ აიღეს

უკრაინის ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” აცხადებს, რომ ხერსონის რაიონში, მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი ცდილობდა, დაეპყრო უკრაინელების სადამკვირვებლო პუნქტი, თუმცა ეს მცდელობა ნაღმმტყორცნების ცეცხლით ჩაახშეს.

“სამაგიეროდ, ჩვენმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ზუსტად შეასრულეს ასზე მეტი საცეცხლე დავალება. შედეგად, მტრის ჯამური დანაკარგი დღეში არის 122 რაშისტები”,– აცხადებს სარდლობა.

მათივე ცნობით, გუშინ ორ თავდამსხმელ ნავთან ერთად განადგურდა რამდენიმე ჯავშანტექნიკა და ავტომობილიც, სადაზვერვო დრონი.