გამოცემა The Insider რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამოძიებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხერსონში რუს ჯარისკაცებსა და ФСБ-ს აგენტებს შორის სროლისას 3 ოკუპანტი მოკვდა
ხერსონის ერთ-ერთ კაფეში რუს ჯარისკაცებსა და ФСБ-ს თანამშრომლებს შორის შელაპარაკებას შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც 3 ოკუპანტია მოკლული.
როგორც ცნობილია შემთხვევა 19 ივნისს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ხერსონის ერთ-ერთ კაფეში, რუსი სამხედროები, ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, რა დროსაც კაფეში ФСБ-ს ორი თანამშრომელი შევიდა და სამხედროებს შენიშვნა მისცა. შენიშვნის პასუხად, კი უმცროსმა სერჟანტმა სერგეი ობუხოვმა თავისი პისტოლეტიდან იატაკის მიმართულებით გაისროლა. ФСБ-ს თანამშრომლება სცადეს სერჟანტისთვის პისტოლეტის წართმევაა თუმცა ობუხოვთან ერთად მყოფმა სერჟანტმა ავტომატი AK-47-ით სროლა დაიწყო.
გამოძიების მასალის მიხედვით ადგილზე დაიღუპა ФСБ-ს 2 თანამშრომელი და სერჟანტი სერგეი ობუხოვი. გავრცელებული ინფორმაციით, სერჟანტი სერგეი ობუხოვი და იგორ სუდინი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის, მერვე საარტილერიო პოლკში მსახურობდნენ.