ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმი ჩაერთვება

ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმი ჩაერთვება.

მისივე შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უცვლელია და თავს სუსტად გრძნობს.

“ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პროცესში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. ახლა უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში. ყოველ შემთხვევაში ახლა საიმედო არაფერია”,– თქვა ხერხეულიძემ ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.