ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სთხოვს, გლდანში გადაყვანის კადრები გაასაჯაროოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სურვილია რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მისი გლდანში გადაყვანის კადრები სრულად გაასაჯაროოს.

„რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ ასეთი, ის პირველივე დღიდან ითხოვდა კადრების გასაჯაროებას. უცვლელი რჩება მისი პოზიცია. სთხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ გაასაჯაროონ კადრები და საზოგადოებამ ნახოს უწყვეტ რეჟიმში გადაცემის და გადაყვანის კადრები. ის მოკლე ფრაგმენტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თავისთავად იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რეალობას მთლიანად არ ასახავს, ვინაიდან იქ არის ძალიან ბევრი ისეთი მომენტი, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომელიც თავისთავად იმსახურებს საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებას და აუცილებელია ეს ნახოს საზოგადოებამ”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.