ხვალვე შეუძლია დაბრუნდეს, მას ელოდება მატროსოვის ციხე – ზარქუა სააკაშვილზე

“ხვალვე შეუძლია დაბრუნდეს, მას ელოდება მატროსოვის ციხე “- ამის შესახებ, ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

“ხვალაც შეუძლია აიღოს ბილეთი და ბატონ მელიასთან ერთად დაბრუნდეს ძებნილი და მსჯავრდებული ბატონი სააკაშვილი. მარტივად, მას ელოდება მატროსოვის ციხე. იმ შემთხვევაში, თუ მას ჰგონია, რომ მართალია, შეუძლია იდავოს, მიიღოს სასამართლო პოლემიკაში მონაწილეობა და თუ ამას არ დასჯერდება, სტრასბურგი, მარტივია. არა, მან იცი, რაც აქვს ჩადენილი და ამიტომ არის იქიდან, რაღაც ამბებს ჰყვება და გულზე არის. არ მომისმენია, ამჯერად არ უთაქვამს როდის ჩამოვა? თუ გადადო კიდევ?”, – განაცხადა ზარქუამ.