ხვალიდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება შეიზღუდება

გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით  სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, სატრანსპორტო მოძრაობა ხვალიდან ათი დღით შეიზღუდება. შესაბამის ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს.

“დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება”. – ნათქვამია განცხადებაში.