საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. თუმცა მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. ამას გააკონტროლებენ საპატრულო პოლიცია და მუნიციპალური სამსახურები.
- ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერი არ ჩაირთვება, თუმცა სავალდებული იქნება ფანჯრების გაღება.
- გარდა ამისა, შესაძლოა ყვითელ მიკროავტობუსებში მგზავრის ფეხზე დგომა აკრძალული იყოს. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.
საქალაქთაშორისო მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება.