ხვალიდან უკრაინიდან ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი 2.5–ჯერ იზრდება

30 ივლისიდან უკრაინიდან ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი 2.5–ჯერ იზრდება. ამის შესახებ უკრენერგოს ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კუდრიცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს ესმის უკრაინული ელექტროენერგიის მნიშვნელობა, რომელიც მათ “ტოქსიკური რუსული გაზის“ ჩანაცვლებაში დაეხმარება, უკრაინას კი საშუალებას მისცემს თანხები გამოიმუშაოს გათბობის სეზონისთვის.

უკრაინიდან ევროკავშირში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 250 მეგავატი იქნება.