ტარიელ ნაკაიძე ევროპულ საქართველოს ტოვებს და პარლამენტში შედის. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება პირადი გამოკითხვებიდან და წარმომადგენლობითი ფორმიდან გამომდინარე მიიღო.
“ჩემი სპეციფიკური ბექგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგენლობითი ფორმიდან გამომდინარე, რაც მე მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით და ყველა გამოკითხვა, რომელიც ვაწარმოე ბოლო დროის განმავლობაში, მაძლევს საფუძველს რომ ვიყო დამოუკიდებლად პარლამენტის წევრი.
რა თქმა უნდა, ვერ წარმომადგენ ევროპულ საქართველოს. თუმცა ვიმეორებ, რომ ეს არის ისტორიული ნაბიჯი საქართველოს პარლამენტის რეალობაში და ევროპულ საქართველოს ამ მიმართულებით ექნება საკუთარი ადგილი. მე შევეცდები, რომ ის თემი და ის თემები, რაც აქამდე სამწუხაროდ ნაკლებად განიხილებოდა პარლამენტში. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და ხვალიდან შევუდგები საპარალამენტო საქმიანობას”,- თქვა ნაკაიძემ.
ცნობისთვის, ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტია პარლამენტში არ შევა.