GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე აცხადებს, რომ ხვალიდან სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, რა დროსაც “ჩაირთვება რეჟიმი მომხმარებლებთან მიმართებაში, რაც ითვალისწინებს წყლის მინიმუმ სამსაათიან და მაქსიმუმ შვიდსაათიან მიწოდებას დღის განმავლობაში”.
[როდის აღდგება წყლის მიწოდება] დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე დღესთან იქნება კავშირში და არ იქნება ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა, მას შემდეგ რაც დაიწყება უშუალოდ სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი, თუ რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული ამ სამუშაოების [დასრულება]. ხვალიდან უკვე ეს სამუშაოები დაწყებული იქნება.
ხვალ დილიდან უკვე ჩაირთვება რეჟიმი ამ მომხმარებელთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან მიწოდებას დღის განმავლობაში და მაქსიმუმ 7-საათიანს. ამ ყველაფრის თაობაზე ჩვენ ინფორმაციას მომხმარებელს გავუზიარებთ და მივაწვდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აბსოლუტურად წყლის გარეშე ვტოვებთ მომხმარებელს სამუშაოების წარმოების განმავლობაში, – ამბობს ნადირაძე.