“ხვალინდელი პროცესიც იქნება სარკე, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორი ხელისუფლება გვყავს “- განაცხადა, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.
“არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მესამე პრეზიდენტს მიეცემა თუ არა საშუალება სასამართლოში კვლავინდებურად წარსდგეს. რაც დარწმუნებით ვიცით, არის ის, რომ ხელისუფლება ყველა გზას მიმართავს, რომ ეს ასე არ მოხდეს და მიხეილ სააკაშვილს აღარ ჰქონდეს ქართველ ხალხთან კომუნიკაციის საშუალება. არგუმენტებს რაც შეეხება, როდის იყო რომ პენიტენციური რაიმე არგუმენტებზე აყრდნობდა თავის გადაწყვეტილებას გადაყვანის ან არგადაყვანის შესახებ”, – განაცხადა თუთბერიძემ.