”9 დეკემბერს, ხვალ, საღამოს 8 საათზე მოხდება ქალაქის განათება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მინდა დავპატიჟო ყველა, აბსოლუტურად, ვისაც სურვილი აქვს მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში, მოცემულობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და რა თქმა უნდა, ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე. გაიმართება კონცერტი ნაძვის ხის ანთების შემდეგ და ჩემი თხოვნა იქნება თბილად ჩავიცვათ, რადგან ცივა. წამოიყვანეთ თქვენი პატარები, შვილები, შვილიშვილები და გელოდებით რუსთაველის გამზირზე. რა თქმა უნდა, საახალწლო სურვილები უცვლელია – სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და, რა თქმა უნდა, მშვიდობა”
განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.