ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ ხვალ თავის დაბრუნებასთან დაკავშირებულ გეგმებზე მიმართვას გაავრცელებს.

“ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით”,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მან 27 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.