დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ხვალ საკოორდინაციო საბჭო არა მხოლოდ შეზღუდვებს გამოაცხადებს, არამედ 2 თვის გეგმასაც.
“დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, როცა ზუსტად გამოცხადდება ის შეზღუდვები, თუ რომელ სექტორებს შეეხება ისინი. ეს არის არა მხოლოდ შეზღუდვები, არამედ გარკვეული გეგმა, მომავალი ორი თვის მანძილზე როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ”, — განაცხადა იმნაძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვები შეიძლება შეეხოს საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც.