ხვალ გვეცოდინება, ქართულ ოცნებას მოლაპარაკებები უნდა თუ მოლაპარაკებობანას თამაში

“ხვალ გვეცოდინება, ქართულ ოცნებას მოლაპარაკებები უნდა თუ მოლაპარაკებობანას თამაში “- ამის შესახებ, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,ხვალ, საღამოს გახდება ცნობილი, რეალულრად უნდა თუ არახელისუფლებას მოლაპარაკებები.

“ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია ექვსივე საკითხთან დაკავშირებით, სადაც გამოვყავით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური პატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხი დანარჩენი. სავარაუდოდ ჩვენ დღესვე გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, თუ არადა ხვალ გვექნება ერთი ან ორი შეხვედრა. ალბათ, ევროკავშირიც ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, წინასწარ არ შევიქმნი ილუზიას, რომ ქართული ოცნება აუცილებლად კომპრომისებით მოვა საერთო შეხვედრაზე.მე ერთი რამ შემიძლია ცალსახად ვთქვა, ხვალ საღამოს ჩვენ გვეცოდინება, ქართულ ოცნებას უნდა მოლაპარაკებები, თუ მოლაპარაკებობანას თამაში. არამარტო ჩვენ, არამედ ევროპულ მხარესაც ეცოდინება ეს”. – თქვა ვაშაძემ.