“პატივს მივაგებ და ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახების მწუხარებას. მათი ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და მათ მიმართ სახელმწიფომ გამოხატა პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან. პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის. მივლენ პანაშვიდზე, ალბათ და დაესწრებიან. მეც ხვალ და ზეგ თბილისში არ ვარ, მაგრამ როცა ჩამოვალ, აუცილებლად მივალ”
განაცხადა, ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა დავითულიანმა უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებზე.