ხვალ ვხსნი ჩემს ბარს, ეს უნდა იყოს დაუმორჩილებლობის პრეცედენტი – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხვალ აღმაშენებლის 45-ში ბარის გახსნას აპირებს.

მისი თქმით, ამ ფორმით დაწესებულ შეზღუდვებს გააპროტესტებს.

“ხვალ, 7 საათზე ვხსნი ბარს. როგორც იცით, ბარების გახსნა აკრძალულია, რესტორნებს მისცეს უფლება, 15–დან მხოლოდ გარე სივრცეში გახსნან და ამუშავონ საღამოს 21:00 საათამდე. ეს ბარი, აქ რომ გაიხსნება ხვალ, ჩემი ბარია, ყველაფერი ჩემს სახელზეა, მარტო მე ვარ პასუხისმგებელი აქ რაც მოხდება, ეს ბარი იმუშავებს სულ, მათ შორის, არანაირი კომენდანტის საათი ამას არ შეეხება და არანაირი შეზღუდვა.

ამ შეზღუდვების გამო ადამიანები ჰყავთ მონურ მდგომარეობაში. ეს ბარი უნდა იყოს პრეცედენტი დაუმორჩილებლობის, რომ არცერთ შეზღუდვას არ ვემორჩილებით. ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს განცდა, რომ არ შეიძლება მასზე ზრუნვის მოტივით, მთავრობა მასზე ძალადობდეს და სიცოცხლის უფლებას ართმევდეს, ყველას გეპატიჟებით,”– აცხადებს ჯაფარიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ბარი მანამდე იმუშავებს, სანამ არ დააპატიმრებენ.