ხვალ, 21 დეკემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციებზე, რუსული კანონის წინააღმდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართება.
მოძრაობა სირცხვილია წერს, რომ ისინი პარალელურად სასამართლოსთან შეიკრიბებიან და დაკავებულ აქტივისტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
“კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ გზაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ლაზარესა და სხვა პატრიოტი მოქალაქეების ბრძოლის გარეშე. გავაგონოთ მხარდაჭერა ლაზარეს სასამართლო დარბაზში”, – აღნიშნულია განცხადებაში.