“ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა,მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ! მე გირაოს გადახდას არ ვაპირებ. ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!”- ასე პასუხობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს გირაოსთან დაკავშირებით. ამის შესახებ ის, სოციალურ ქსელში წერს.
“უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა ფლებამოსილი ორგანო, პროკურატურა, არამედ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე. პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე — თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი”,- წერს ნიკა მელია.