ხვალ, მოსკოვში 3+3 ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართება – საქართველო არ მონაწილეობს

ხვალ, 3+3 ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართება, ხოლო საქართველოს წარმომადგენლობა მასში მონაწილეობას არ მიიღებს.  შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რუსული, თურქული, ირანული, სომხური და აზერბაიჯანული მხარეები.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი”, – ამბობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.