ხვალ, პუტინი ანექსირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შეთანხმებებს ხელს მოაწერს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ხვალ, 30 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინი, ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ შეთანხმებას, ხელს მოაწერს.

“ხვალ გეორგიევსკის დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა. იქნება პუტინის მოცულობითი გამოსვლა”, – განაცხადა პესკოვმა.