“ხვალ რომ მოგხსნათ ივანიშვილმა და ხელისუფლებამ გითხრათ სიბერემდე ვერ დახარჯავთ ამ 50 000 დოლარსო, სამართლიანია?” – ასე მიმართა პრემიერ გიორგი გახარიას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
“რატომ არ გინდათ რომ ხალხს ტვირთი შეუმსუბუქოთ, უმარტივესი და ყველაზე სამართლიანი გზა არის გადასახადების დაწევა, მაგრამ დაფიცებული გაქვთ ხატზე, რომ თქვენ უფრო ბრძენები ხართ, როგორც ცუდი ძიძები და ხალხს ეუბნებით, ჩვენ უფრო კარგად დავხარჯავთ თქვენს ფულსო. ეს რა პოლიტიკური უტიფრობაა. ხვალ რომ მოგხსნათ ბიძინა ივანიშნილმა, რაც რეალურია, არ გაგიმართლოთ და ვერ იშოვოთ სამსახური, ხელისუფლებამ კი გითხრათ, რომ თქვენს მიერ დანაზოგ 50 000 დოლარს არ გახარჯინებთო, რომ დაბერდები მერე აიღეო, ეს სამართლიანია? – მიმართა გიგა ბოკერიამ გახარიას.