“არ შემიძლია არ შევეხო ახლად დაფუძნებული კონსერვატიული პარტიისა და მისი ტელევიზიის, ალტ-ინფოს ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული უყურებს უკრაინის მოვლენებს, თუ როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ერთი კითხვა მაქვს მათთან – ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ? თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში. საქართველოში სიტყვის თავისუფლებაც და პარტიული არჩევანიც ხელშეუხებელია, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა საზოგადოებაშიც ჩნდება, ე.ი ეს პრობლემაა”