ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესის პარალელურად სოლიდარობის აქცია გაიმართება.
“ხელისუფლება აგრძელებს ბინძური პროპაგანდის წარმოებას კარტოგრაფების წინააღმდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გადაცემაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ ეს მტკიცებულებები ნატალიასა და ივერისთვის იქნება სასარგებლო. ვიკრიბებით ორშაბათს, 11:00სთ-ზე, საქალაქო სასამართლოსთან, უდანაშაულო კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად”, – წერია აქციის აღწერაში ფეისბუქზე.
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი ორშაბათს 11:00 საათზე დაინიშნა.
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა.