ხვალ საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.