ხვალ ტაძარში ყველა მიმსვლელი ვალდებულია, ეზიაროს, გაავრცელეთ ინფორმაცია ხიფათზე – კობახიძე

ყოფილი მღვდლის და თეოლოგის, ბასილ კობახიძის განცხადებით, ხვალ ზიარების დაწესების დღეა, ამიტომ ტაძარში ყველა მიმსვლელი ვალდებულია, რომ ეზიაროს.

კობახიძე ჟურნალისტებს მოუწოდებს, გაავრცელონ ხვალინდელი ხიფათის შესახებ ინფორმაცია.

,,ხიფათი ხვალინდელი კარგად რომ ავხსნა: ხვალ, დიდ ხუთშაბათს, არის ზიარების დაწესების დღე, საიდუმლო სერობის. ამიტომ ყველა მიმსვლელი ვალდებულია ეზიაროს. ერთი კოვზით. ეს დღეებია საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს რომ ბევრნი მივიდნენ ხუთშაბათს. გთხოვთ გადასცეთ ეს ტელეარხებს, ჟურნალისტებს, რომ გავრცელდეს ხვალინდელი ხიფათის შესახებ ინფორმაცია”,- წერს ბასილ კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას მაინც აპირებს. ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ რეჟიმში აღევლინება. საპატრიარქო აცხადებს, რომ მრევლი დისტანციას დაიცავს, თუმცა ამ დრომდე არ შეცვლილა ერთი კოვზით ზიარების წესი.

მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ აღდგომის ღამისთვის 2000-კაციან შენობას ამზადებენ.

საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი სამების ტაძარში აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დარღვევით, 23:00 საათზე მივა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ,,მოქალაქეების გონიერებისა და სიბრძნის იმედი აქვს”, რადგან, როგორც ის ამბობს ,,გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო”. მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლიდან მთავრობა ისე უნდა გამოვიდეს, რომ არ დაანგრიოს არც სახელმწიფო და არც ეკლესია.