ხვალ, 11:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

ხვალ, სააპელაციო სასამართლოსთან, აქცია 11:00 საათზე გაიმართება. მონაწილეები მსვლელობას დიღმის მასივის ცენტრალური გამზირიდან დაიწყებენ და მეორე ინსტანციასთან მივლენ.

“სასამართლო პროცესი გადაიდო ხვალისთვის. ხვალ 12:00 საათზე არის პირველი პროცესი, მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ხვალ 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, ფაქტობრივად დახურეს სასამართლო, შიგნით როგორც ჩანს პროცესი არ არის, პროცესი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო ხვალისთვის.

ახლა, გადავინაცვლოთ მარცხენა მხარეს და დავიწყოთ მსვლელობა დიღმის მასივის ცენტრალური გამზირიდან. წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალებს, წინააღმდეგობრივი მსვლელობები იქნება ყველგან…” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სააპელაციოში ხვალ – 12:00 და 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული საარჩევნო დავების განხილვა, რომელიც დღეს უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაიდო.