ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან გომელაურის მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართება

ხვალ, 22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის პარალელურად გირჩი – მეტი თავისუფლება აქციას გამართავს.

  • “რუსეთის აგენტების წინააღმდეგ – 22 სექტემბერს პარლამენტის უკან, დილის 11 საათზე! აქციის პარალელურად პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ”- ნათქვამია გირჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.