“ხვალ 2 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელორუსს. დიახ, დღეს იყო იმ ყველაფრის გადმოტანის მცდელობა, რასაც სცადის პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამიტომ ხვალ ყველას გელოდებით. ასეთი აქციები გაიმართება ყოველდღე, მანამ სანამ ეს რეჟიმი არ გატყდება და ამ რეჟიმს მრავალრიცხოვნებით, სიმტკიცით და სიმშვიდით აუცილებლად გავტეხავთ. არ დაიხევს უკან არავინ!”
განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე.