ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლო ხვიჩა მღებრიშვილისთვის 3-თვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ მღებრიშვილი სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ბრალდებულად სცნო და 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მღებრიშვილმა დანაშაული აღიარა,“- აღნიშნულია დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ხვიჩა მღებრიშვილმა მოსმენის შემდეგ სასამართლოს „ჰუმანურობისა და ობიექტური განაჩენისთვის მადლობა გადაუხადა.“