ხვიჩია: ენმ-ს ახალგაზრდულმა ფრთამ სცადა, მოეწყო გავრილოვი გავრილოვის გარეშე

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ სცადა, ქართული ოცნებისთვის “მოეწყოთ გავრილოვი, ოღონდ გავრილოვის გარეშე”.

“ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა გადაწყვიტა, რომ ვერაფერ თემაზე ვერ ვაგდებთ ხალხს, ამიტომ უნდა ავაგდოთ გავრილოვის თემაზე. რატომღაც მოინდომეს, ადამიანებისთვის შეესაღებინათ, რომ [პოზნერი] იყო გავრილოვი. მაგრამ გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, თორემ მანამდე ერთი კვირა აქ იყო და ფეხებზე ეკიდა სულ ყველას.

ხალხი აღაშფოთა არა იმან, რომ გავრილოვი შემოვუშვით ქვეყანაში, არამედ იმას რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა. ზუსტად ეგ ცადა, გასაგებია, ვინც აორგანიზებდა ამ ამბავს, ქოცებისთვის მოეწყოთ გავრილოვი, ოღონდ გავრილოვის გარეშე. კონტექსტის გარეშე – ერთ რუსი, მეორე რუსი, ერთი პუტინისტი – მეორეც პუტინისტი, მოდი, რა, ერთი და იგივეა”,– განაცხადა ხვიჩიამ თავისივე გადაცემაში.

მანვე აღნიშნა, რომ აქტივისტები, რომლებიც პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრები არიან.

“ჩემი აზრით, ჩვენი ამოცანაა, “გავაიასნოთ”, რომ ეს აქტივისტები აქტივისტები არ არიან, მათი უდიდესი ნაწილი მიშას ზურგს უკან რომ იდგნენ დ აქ რომ გამოდიან… ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა”,– თქვა ხვიჩიამ.