ხვიჩია: ნიძლავი მაქვს სახინკლეზე – ჩარკვიანი და ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ სანდრო რაქვიაშვილთან ნაძლევი დადო, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ.

მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც შეთანხმების მომხრეებს ლანძღავდნენ, შეთანმების შედეგებით ისარგებლებენ.

„მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე. მე ვამბობ, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა. სანდრო რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე. ზოგადად, მგონია, რომ ესენი ყველა შევლენ.

ეს ხალხი, ვინც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდნენ, მთელი პროცესის მიმართ, ვისაც შეთანხმება უნდოდა. შეთანხმების შედეგებით დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ და ჩვენზე წინ დაჯდებიან პარლამენტში”,– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.