“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მოლაპარაკების სივრცე გაჩნდება, თუ “ქართულმა ოცნება” პოლიტპატიმრების, ხოლო ოპოზიცია – ვადამდელი არჩევნების საკითხს დათმობს.
“ჩემი აზრით, ამ მოლაპარაკებაზე არ უნდა ვიყოთ სასწაულის იმედად, ისე, როგორც წინა მოლაპარაკებაზე. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს უნდა გვინდოდეს შეთანხმება, თუ არ გვინდა, ამას ჩვენ გარეშე ვერავინ მიაღწევს.
თუ გვინდა, რომ პერსპექტივა ჰქონდეს მოლაპარაკებას, ყველა მხარე უნდა იყოს მზად რაღაცა ტიპის დათმობისთვის – ხელისუფლება იმაზე, რომ, სიტყვაზე, პოლიტპატიმრების საკითხში დათმობები გააკეთოს, ხოლო ოპოზიცია იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხში გააკეთოს დათმობები. ეს არ იქნება საბოლოო შედეგის მიღწევის წინაპირობა, მაგრამ ნაბიჯს გადაგვადგმევინებს და სივრცეებს გააჩენს მოლაპარაკებისთვის,”-აცხადებს იაგო ხვიჩია რუსთავი 2–თან საუბრისას.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად თბილისში გუშინ დაბრუნდა. მან დღეს შეხვედრა გამართა კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან, მხარეებთან შეხვედრებს კი ხვალიდან დაიწყებს.