თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ “თბილისიდან გაძევებული პოზნერი ემოციურადაც ძალიან სასიამოვნო საცქერი იყო და რეციონალურადაც”.
“ემოციურის მიზეზებს აღარ მოვყვები, მარტივია. რაციონალურს რაც შეეხება, მეგონა ესეც მარტივი იყო, მაგრამ ისეთი “მაღალ” პედესტალზე მდგომი “პატრიოტ/ინტელექტუალების” პოსტები წავიკითხე, სადაც “გონივრულად” არიდებენ თავს მთავარ სათქმელს და ცდილობენ ამ ყველაფრის უკულტურობის და ლამაზი არ იყოს კონტექსტში ჩვენებას, ან რუსული ბაზარი ხომ გინდათ ძახილს რომ გაოგნებული ვსქროლავდი 20 წუთის მანძილზე ფბ-ს”,– წერს ხიდაშელი.
მისი თქმით, პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:
“- რატომ იხდის ბატონი პოზნერი თურმე სამი წელია დაბადების დღეს საქართველოში?
– რას წარმოადგენს მისთვის საქართველო ამ შემთხვევაში?
– უყვარს ჩვენი ქვეყანა პუტინის მეხოტბეს და მისი რეჟიმის ერთ ერთ მთავარ მეციხოვნეს?
– რა სიყვარულია ეს? ვისი?”.
ხიდაშელის აზრით, პოზნერისთვის საქართველო ერთი დიდი სახინკლე ან სახაჭაპურეა, სადაც კარგად მღერიან, კარგად ცეკვავენ და კარგ საჭმელს ამზადებენ, კარგი ღვინო აქვთ, დილით კი ბორჯომი.
“მისთვის აქაურობა ქვეყანა საერთოდ არ არის, სუვერენიტეტი არ აქვს, სახელიც არ ქვია, უბრალოდ ერთი დიდი რესტორანია თავის ცეკვა-სიმღერით. ჩამოდის ჩვენთვის ყველაზე მთავარ დღეს 31 მარტს, იმისთვის რომ დაგვცინოს, მუცელი ამოიყოროს, გაილეშოს, პერიოდულად მერე ისევ დაგვცინოს სხვადასხვა ეკრანებიდან.
ზუსტად ამიტომ იყო სწორი გუშინდელი ამბავი რაციონალურად. ზუსტად ისეთი პასუხი უნდა მიიღოს როგორც თავად უყურებს აქაურობას. ასეთი პასუხი უნდა მიეღო ქოცების მეგობარი ვინოტელისაგანაც და ნაცების მეგობარი რუმსისგანაც. და ორივე თანაბრად დასაძრახისია, იმის მიუხედავად ვინ ვისი მეგობარია. ყველაფერი სხვა უკვე ჩვენი ხელისუფლების კისერზეა. მწვანე კორიდორი, კომენდანტის საათის დარღვევა, საშვები, და ა.შ და ამაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ”,– წერს ხიდაშელი Facebook–ზე.