ქართული ოცნების სიის 32-ე ნომერი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილისნაირი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. მისი თქმით, მალე საქართველო მიმზიდველი ოაზისი გახდება.
“რჩეული ადამიანები ნამდვილად ქმნიან ეპოქას! ასეთი პიროვნებები კი საუკუნეში ალბათ ერთხელ იბადებიან.. მე ხმას ვაძლევ “ქართულ ოცნებას” და მის სულისჩამდგმელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ღრმად მჯერა რომ სიმართლე და სიკეთე გაიმარჯვებს და დაძლევს ბოროტებას!
სულ მალე კი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ოაზისი გახდება, სადაც ადამიანებს ასე უყვართ მშვიდობიანი სიცოცხლე”,- წერს ფეისბუქზე ელისო ბოლქვაძე.