“მე პირადად ხმა მივეცი ამ ქალაქის განვითარებას, თანადგომას, სიკეთეს, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახი კალაძეს. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, ვინაიდან, ვხედავთ გარკვეულ დესტრუქციას ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თუმცა მათ შორის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა და დამკვირვებლებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მოწადინება ამას არ დაუშვებს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს იზეიმებს ამ ქვეყანაში დემოკრატია და ჩვენი მოსახლეობა ამ არჩევანს შეხვდება ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ხვდებიან ხოლმე”

თქვა ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.