რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახი კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი კიდევაც, რომ ალტერნატივა არ ჰყავს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და ის, თუ რას აპირებს კახი მომავალი 4 წლის განმავლობაში კახი თბილისში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში. ჩემს არჩევანზე საუბარი დარღვევა არ არის, არავისთვის არ მომიწოდებია, რა გააკეთოს. ყველას ვურჩევდი, უკეთეის მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი, მე არც ვმალავ – ჩემი არჩევანი არის და ვამბობ. დამაჯერებელი გამარჯვება იყო პირველ ტურში ჩვენ მიერ 47%-ის აღება და კახის გამარჯვება.”
თქვა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ხმის მიცემის შემდეგ.