“ხმების გადათვლა არ იქნება ის მექანიზმი, რომლითაც ობიექტურ სურათს მივიღებთ”- ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არსებული ცესკოსა და საუბნო კომისიების პირობებში ხმების გადათვლა ობიექტურ სურათს ვერ დადებს. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“მე ვფიქრობ, რომ გადათვლა არ იქნება ის მექანიზმი ამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, იმ საუბნო საარჩევნო კომისიების პირობებში, რომ ჩვენ ობიექტური სურათი მივიღოთ. ყველა ხმა არის მნიშვნელოვანი, ყველას ხმას სჭირდება გაფრთხილება. წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე სახის ახალი ფორმულა მოვიგონოთ, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ იმ ყუთებში ზუსტად იმდენი ხმა დევს, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა დააფიქსირეს”, – თქვა დეკანოიძემ.