ხობში, სოფელ ხეთაში ახალგაზრდა კაცმა ბიძა მოკლა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ბიძას დაზიანებები თავის არეში, ბლაგვი საგნით მიაყენა.
მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.