ხობში შშმ პირი გააუპატიურეს. პიროვნება, რომელმაც არასრულწლოვანი შშმ პირი გააუპატიურა, დაკავებულია, ის 50 წლამდე მამაკაცია. მამაკაცი, ძალადობის შემთხვევისას ოჯახისწევრმა შენიშნა, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.