“ბატონო ანრი, დღეს ტრიბუნიდან ყველაზე მეტჯერ გავიგეთ სიტყვა დემოკრატია და სწორედ ამის გათვალისწინებით მინდა დაგისვათ კითხვა. ჩვენი ბოიკოტის შეწყვეტის ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ ხშირად შეგახსენოთ და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თქვენ გაქვთ მიტაცებული ხელისუფლება, მიტაცებული გაქვთ ამდენი მანდატი, რითაც წარმოდგენილი ბრძანდებით. მაინტერესებს, ბოიკოტის შემთხვევაში პარტიები რომ დარჩებიან დაფინასნების გარეშე, ვისაც გულისხმობთ, მე კი მგონია რომ ერთ პარტიას გულისხმობთ, ამ მიტაცებული მანდატებით, გადაწერილი ოქმების ხარჯზე, რომელი დემოკრატიის ნაწილია?
ხომ არ გგონიათ, საზოგადოება შეეგუა იმას, რომ თქვენ ბრძანდებით უმრავლესობა და ქუჩაში დარჩენილი ხალხი – უმცირესობა? პირიქით, ჩვენი ვალდებულება ისაა, რომ დროზე დავასრულოთ ეს ანტიდემოკრატიული მოვლენა და დემოკრატიას დაერქვას დემოკრატია”
მიმართა ანრი ოხანაშვილის ენმ–ს დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ.