“თქვენს და თქვენი სამინისტროს წარმატებად უნდა ჩაითვალოს დისტანციური სწავლება ამ რთულ პირობებში, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში როგორ მოახდინა სისტემამ ადაპტაცია და სრული უწყვეტობა შესთავაზა ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს.
რა თქმა უნდა, პანდემია არის გამოწვევა, მაგრამ ჩვენ, მე ვფიქრობ, განათლებაში დაგროვილი გამოცდილებით, მეთოდოლოგიით, იმ სასწავლო რესურსების დიჯიტალიზაციით, რაც ამ სფეროში დაგვიგროვდა, ხომ არ გვეფიქრა და მექნებოდა ინიციატივა თქვენთან ერთად, რომ სამომავლოდ გვეფიქრა, გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო. ეს, რა თქვა უნდა, ეხება იმ პროგრამებს, სადაც ამის შესაძლებლობა არის და არამც და არამც ტექნიკური და ლაბორატორიული სამუშაოებია საჭირო”,– თქვა ამილახვარმა.