ხომ არ მუშაობთ თქვენ ისევ, ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად? – წულუკიანი იოსელიანს

”რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ თქვენ ისევ, ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად”-უთხრა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა ომბუდსმენს ლევან იოსელიანს.

”თქვენ, მე დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ მეტნაკლებად გიცნობთ და ღირსებით სავსე ადამიანი ხართ, პროფესიონალიზმი არ გაკლიათ – ალბათ ეს სტაფის ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს.

რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ?

ხომ არ მუშაობთ თქვენ ისევ, ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ ჩვენი უფლებები იქნება დაცული და ასკინკინლა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში თურმე, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა – ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო განაცხადი.

რაღაც შეიძლება მისაყვედურო, მაგრამ ის რომ “ადამიანის უფლებები არ ვიცი და ბალანსი სად მთავრდება” ალბათ ამას ვერ მისაყვედურებთ.

ასევე, მაინტერესებს, ისევ იმ კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ, ჩემი სასჯელაღსრულების მინისტრი როცა ვიყავი, იუსტიციის მინისტრი – ზოგიერთი ლომჯარიას თანამშრომლები, თქვენი ამჟამინდელი აპარატის, შეიძლება არ მუშაობენ, მაგრამ მაინტერესებს პასუხი – სპეციალიზდებოდნენ “პრაგონში”, ე.წ. “პრაგონში” – შედიოდნენ ერთ ციხეში ვითომ მონიტორინგისთვის, გამოჰქონდათ ამბავი, დანაბარები, მიდიოდნენ სხვა ციხეში, სხვა საკანში, ვისთანაც მიჰქონდათ დანაბარები და ამ ფორმით მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში – მაინტერესებს, ისევ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობთ? – განაცხადა წულუკიანმა.