“მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი. გადადგება თანამდებობიდან თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?! ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება?! რა თქმა უნდა, არ გადადგება, რატომ, იმიტომ რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის არც უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი, ან იმან უნდა იაროს, ან მინიმუმ მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ, ამას ამბობს კონსტიტუცია”.
თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას.