ხოშტარია ექიმებს მოუწოდებს, სააკაშვილის სანახავად საკუთარი ინიციატივით შევიდნენ

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილისთვის შექმნილ კონსილიუმის წევრ ექიმებს, პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის გარეშე შევიდნენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და საზოგადოებას გააგებინონ მისი მდგომარეობის შესახებ.

მისი განმარტებით, ცნობები, რომელიც ექსპრეზიდენტზე ბოლო საათებში ციხიდან გამოდის, არის ძალიან საგანგაშო .

“ჩემი ძალიან დიდი პატივისცემით და მოწიწებით, მინდა მივამრთო კონკრეტულად ექიმებს, ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს, ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში და კონკრეტულად ასევე იმ ექიმებს, რომლებიც შედიოდნენ კონსილიუმში და რომლებსაც აქვთ გარკვეული ინსტიტიციური ბერკეტი, რომ ჩაერიონ სიტუაციაში.

ძალიან დიდი პატივისცემით, პროფესიული და ადამიანური თვისებებით, ბატონი ალექსანდრე ცისკარიძე, ნევროლოგი, მინდა მივმართო, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არის პენიტენციური სამსახურიდან მოთხოვნა თქვენს შესვლასთან დაკავშირებით, ეგებ ბატონო ალექსანდრე თქვენ მოითხოვოთ შესვლა და გაგვაგებინოთ რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი და რა სჭირდება მის მკურნალობას.

ბატონი გიროგი გოცაძე, ასევე, ძალიან დიდი პატივისცემით, კრიტიკული მედიცინის ექიმი, იგივე თხოვნა. მე არცერთი წამით არ მეპარება ეჭვი თქვენს პროფესიულ ეთიკასა და პროფესიონალიზმში, მოგმართავთ ადამიანი, რომელიც ასევე შიმშილობს მე-12 დღეა და ადამიანი, რომელიც ღელავს იმაზე, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი შფოთვა და მღელვარება. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაელოდებით პენიტენციური სამსახურის მითითებას, მოითხოვეთ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა”, – მიმართა ხოშტარიამ ექიმებს.