“ველური, სასტიკი სახელმწიფო გავხდით, შეუძლებელია ამასთან შეგუება.
არ დაგაჩაგვრინებთ ამ წესიერ ადამიანს! სამარცხვინო ქვეყანა ხარ, როცა ასეთი ადამიანები იჩაგრებიან”.
ასე ეხმიანება პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია დავით-გარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას. სასულიერო პირებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.