პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია წერს, რომ ქვეყანაში არსებული ყველა კრიზის ნდობის დეფიციტის შედეგია.
მისი თქმით, ქვეყანას სერიოზული გადატვირთვა სჭირდება, რაც პარლამენტში შესვლა ვერ იქნება.
“სინამდვილეში ყველა კრიზისი, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, იქნება ეს ნამოხვანი, პანდემიის მართვა, ვაქცინაცია, მეწყერი თუ სხვა დიდწილად არის ნდობის დეფიციტის შედეგი. სწორედ ამას ჰქვია ლეგიტიმაციის პრობლემა, რომელიც სერიოზული გადატვირთვის გარეშე ვერ მოგვარდება. ოპოზიციის პოზიცია, რომელსაც თავის მხრივ ასევე აქვს ნდობის დეფიციტი, მხოლოდ აისბერგის თავია. გადატვირთვა უბრალოდ პარლამენტში შესვლა ვერ იქნება, ეს ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს.
ანუ ყველა ერთს ვჩივით, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავთ. ეს ჩვენი, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის და ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული პროპაგანდის შედეგიც”,– წერს ხოშტარია Facebook-ზე.