ხომ არიან ღირსები მინისტრები და მათი ოჯახები 200 ლარზე აცხოვრო მთელი თვე?! – ელისაშვილი

,,ხო არიან ღირსები ეს მინისტრები და მთავრობის ხალხი, პარლამენტის თავმჯდომარე რომ სხედან იქ გაბღენძილები, 200 ლარზე ისინიც და მათი ოჯახიც, რომ აცხოვრო მთელი თვე?! როგორ გაძლებენ მაინტერესებს”,- ასე ეხმიანება ,,სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

,,შევედი, არ დამეზარა, ნებისმიერმა გადაამოწმოს, საარსებო მინიმუმი საქსტატის მარტის მონაცემებით, იცით რამდენია? 206 ლარი. ანუ რომ არ მოკვდეს შიმშილით, 206 ლარი უნდა 1 შრომისუნარიან მამაკაცს”,- აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, მთავრობას საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხები უნდა დაებრუნება ხალხისთვის და მიმდინარე ხარჯები შეემცირებინა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ანუ ჯამში 1200 ლარს. დახმარებას ისინი მიიღებენ, ვინც ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.