ხულოში ალტ-ინფოს ოფისი გახსნის დღესვე დაახურინეს

ხულოში პრორუსულ, ძალადობრივ დაჯგუფებას, ალტ-ინფოს პარტიის ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს, მას შემდეგ, რაც ფართის მესაკუთრემ პარტიის იდეოლოგისს შესახებ გაიგო.

სოლიდარობის თემის წევრის, ედო ჯავახიძის თქმით, ფართის მესაკუთრეს თავად მიაწოდა ინფორმაცია ალტ-ინფოს პარტიის შესახებ.

“აღსრულდა! ხულოში მოღალატეებისა და მოძალადეების ადგილი არ არის!”,– წერს ის Facebook-ზე.

რამდენიმე დღის წინ ალტ-ინფოს ოფისი დაახურინეს მესტიაშიც.